ლევან სანიკიძე: “ქართულ ოცნებას” ჯერაც პასუხი არ გაუცია. სამაგიეროდ პასუხი მივიღეთ მარია ზახაროვასგან

“ყურადღება!
გუშინდელ ჩემს განცხადებას ყაველაშვილის რუსულ ვიზიტზე ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე რუსეთის ფედერაციაში.
“ქართულ ოცნებას” ჯერაც პასუხი არ გაუცია.
სამაგიეროდ პასუხი მივიღეთ მარია ზახაროვასგან.🙃
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვერც დაადასტურა და ვერც უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების დღის დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად არის მიწვეული.”
მე კი არ გამცენ პასუხი, ზახაროვას უპასუხონ. ჩემი ინფორმაცია დადასტურებულია!
რაც შეეხება გუშინ “საიდან გაქვთ ინფოს” გურუებს, გახარიას და ჩერგოლეიშვილის ფანკლუბს გუშინ ფეხსაცმელებიდან რომ ამოხტით, ახლა მაინც მოდით აზრზე, ძვირფასებო,” – წერს ლევან სანიკიძე საოციალურ ქსელში და აქვე აქვეყნებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. 

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე გიორგი ბარამიძეზე – სინანული მაშინ არის დასაფასებელი, როცა ამ სინანულს გრძნობ – თუ სჯერა, რომ სიმართლე თქვა, მაშინ, როდის, სად, ვინ და რა ვითარებაში მოახდინა ეს შემზარავი ფაქტი, ამაზე უნდა ისაუბროს

მიხეილ ყაველაშვილი – შინდისის გმირებმა ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს მათი ვაჟკაცობით – სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავი და მარადიულია