ლევან სანიკიძე: სამართლიანი სასამართლოს პირობებში ერთხელ ანგარიში უნდა გასწორდეს, სხვანაირად საქართველოსგან ვერასდროს წესიერი სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ

პოლიტიკოსი ლევან სანიკიძე:
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე არის კლასიკური არაკაცი, მხდალი, მოღალატე და სულამძაღებული არსება, რომელსაც აუცილებლად მოუწევს ციხეში რუს “მშვიდობისმყოფელებზე” სანთლების დანთება.
ეს არის ქოცობა. მათ გონებაში რუსი ძლიერია, დაუმარცხებელია, ბატონია, რომლის წინაშეც უნდა გადაიზნიქო.
მეომარი ქართველი მათ თვალში გიჟია, ხულიგიანია. სხვანაირად ვერ ხსნიან, არ დადის მათ გონებამდე.
ჩვენს ქვეყანაში არ ისჯებიან მოღალატეები: მათთან ერთად დავდივართ, შეიძლება სუფრაზეც მოგიჯდეს, თანამდებობაზეც დაინიშნონ, ვიღაცამ ცოდვები შეუნდოს. ღმერთმა შეუნდოს, ჩვენგან ეს სიტყვები არ უნდა ეპატიოს. სამშობლოს მოღალატეს კანონმა პასუხი უნდა აგებინოს.
არა, არა და არა!
სამართლიანი სასამართლოს პირობებში ერთხელ ანგარიში უნდა გასწორდეს, სხვანაირად საქართველოსგან ვერასდროს წესიერი სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.
აფსუსია ეს არაკაცი რომ ცოცხალია და გიორგი ანწუხელიძე არა!
შენისთანები ზუსტად ქართველის ხელით უნდა გაისრისონ, რუსებისთვის ეგეც პატივი იქნებოდა!

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე