ლევან სანიკიძე – როგორც ჩანს, „ლელოს“ ქართველი ხალხის და ივანიშვილის წინააღმდეგ გამარჯვების აღარ სჯერა და დაკავებულია სისტემური ან ტექნიკური ოპოზიციის როლით

ეს არის ბრძოლის ღალატი, ცალსახად და არა ორაზროვნად – როგორც ჩანს, „ლელოს“ ქართველი ხალხის და ივანიშვილის წინააღმდეგ გამარჯვების აღარ სჯერა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებთან “ლელო-ძლიერი საქართველოს” არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მათი არჩევნებში მონაწილეობა იმ ბრძოლის ღალატია, რომლის ბოლო ფაზაც 26 ოქტომბერს დაიწყო და „პოლიტპატიმრების, ახალგაზრდა თანამებრძოლების წამების ხარჯზე გადის“.
„ეს არის ბრძოლის ღალატი – ცალსახად და არა ორაზროვნად. ეს იმ ბრძოლის ღალატია, რომლის ბოლო ფაზაც 26 ოქტომბერს დაიწყო და პოლიტპატიმრების, ჩვენი ახალგაზრდა თანამებრძოლების წამების ხარჯზე გადის. ეს არის ამ ბრძოლის ღალატი. როგორც ჩანს, „ლელოს“ ქართველი ხალხის და ივანიშვილის წინააღმდეგ გამარჯვების აღარ სჯერა და დაკავებულია სისტემური ან ტექნიკური ოპოზიციის როლით“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა