ლევან სანიკიძე: რაც ალეკო ელისაშვილს თავს ხდება ტრაგიკულია. მეორეხარისხოვანია რა პოზიცია გვქონდა რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მისი მდგომარეობა ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას

ლევან სანიკიძე:
რაც ალეკო ელისაშვილს თავს ხდება ტრაგიკულია.
მეორეხარისხოვანია რა პოზიცია გვქონდა რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მისი მდგომარეობა ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
ორი ვერსიაა:
1. სასოწარკვეთის იმ დონეზე მივიდა, რომ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ამბობს (ძალიან ეჭვი მეპარება);
2.სხვადასხვა იძულების, ან შურისძიების ფორმის მსხვერპლია, ან ორივე ერთად.
რა სცენარითაც არ უნდა განვითარებულიყო ეს ამბავი, ვითარება მაინც საგანგაშოა.
ასეთ დროს უაპელაციოდ დაიჯერო რეჟიმის მიერ შემოთავაზებული ვერსიის ცოტა უცნაურია – შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებში ნაჩვენები ელისაშვილი და მის სახეზე არსებული სისხლჩაქცევები ამ საქმეში სახელმწიფოს “სისუფთავის” სურნელს ნამდვილად არ ტოვებს.
კაცი 1 თვის წინ ბოიკოტს ეძახდა ურადიკალურეს გზას და ახლა სასამართლოს ცეცხლს უკიდებს? ლოგიკაში საერთოდ არ ჯდება.
მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს. გასაჭირში ჩავარდნილ კაცს და მის ოჯახს, შვილებს დამატებით წიხლის მიყოლება არ სჭირდებათ.
ფაქტია, სიგიჟეში ვცხოვრობთ და ყველა ჯანსაღ მოქალაქეს ნორმალური ცხოვრება გვენატრება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება