ლევან სანიკიძე – ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია, როგორც აფხაზეთი, ისე ე.წ სამხრეთ ოსეთი

საქართველოს ე.წ ხელისუფლება გეგმაზომიერად აქრობს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პუტინის გადაწყვეტილებას არავინ გამოხმაურებია, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტის კითხვას, „როგორ შეაფასებდით ვლადიმერ პუტინის ახალ ბრძანებას აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში ადამიანებისთვის პასპორტების ადგილზევე აღების გადაწყვეტილებას, რასაც ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია”.
სანიკიძის განმარტებით, რუსეთის ქმედება გასაკვირი არ არის, მაგრამ გასაკვირია ის, რომ ქართველებს „ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია, როგორც აფხაზეთი, ისე ე.წ სამხრეთ ოსეთი”.
„მე ის უფრო გამიკვირდებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას რომ გამოხმაურებოდა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ეუთოში უმნიშვნელოვანეს რეზოლუციას, სადაც სირიის მიერ აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის უკან წაღებაზე საუბარი იყო, ხმა არ მისცა.
ეს არის ხელისუფლება, რომელიც გეგმაზომიერად აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის საკითხს აქრობს, აქედან გამომდინარე, რუსეთის ქმედება საერთოდ არ არის გასაკვირი, გასაკვირია ის, რომ ჩვენ ქართველებს ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია, როგორც აფხაზეთი, ისე ე.წ სამხრეთ ოსეთი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულია”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად