ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან სანიკიძე - ივანიშვილის ხელისუფლებას აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის შანსი არ აქვს მათი ანტიამერიკული რიტორიკისა და ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო

ლევან სანიკიძე - ივანიშვილის ხელისუფლებას აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის შანსი არ აქვს მათი ანტიამერიკული რიტორიკისა და ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო

ივანიშვილის ხელისუფლებას აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის შანსი არ აქვს მათი ანტიამერიკული რიტორიკისა და ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ აშშ-ში, თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ხელისუფლება, რომელიც ავტორიტარიზმისკენ მუდმივად დგამს ნაბიჯებს, მუდმივად აქვს ანტიამერიკული რიტორიკა, შეუძლებელია მათთან აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სენატსა თუ კონგრესს ჰქონდეს ურთიერთობა“.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების წარმომადგენლებთან, სადაც პირდაპირ მიდიოდა საუბარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ივანიშვილის ხელისუფლებას არავითარი შანსი არ აქვს არსებითად გადატვირთოს ურთიერთობები აშშ-თან. ფაქტია, რომ ხელისუფლება, რომელიც ავტორიტარიზმისკენ მუდმივად დგამს ნაბიჯებს, მუდმივად აქვს ანტიამერიკული რიტორიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმრავლესობის ინტერესებს, შეუძლებელია მათთან აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სენატსა თუ კონგრესს ჰქონდეს ურთიერთობა, რაც ქართველი ხალხისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.