ლევან სანიკიძე: თინას არ პატიობენ პრინციპულობას, აქტიურობას, ერთგულებას, ამიტომ ამოიღო ბიძინამ სამიზნედ, ამოიღო ყველაზე არაადამიანური ფორმით

“თინა ჩემი უახლოესი მეგობარია.
გუშინ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჰქონდა. ღმერთმა ყველა დედა, მეუღლე აშოროს იმისგან, რაშიც ის გაატარეს.
თინამ შეძლო და გადალახა ყველა შიში, წინააღმდეგობა, როგორც ქალმა, დედამ, მეუღლემ და პოლიტიკოსმა.
კი, თინას არ პატიობენ პრინციპულობას, აქტიურობას, ერთგულებას, ამიტომ ამოიღო ბიძინამ სამიზნედ, ამოიღო ყველაზე არაადამიანური ფორმით და ოჯახს შეეხო.
ფეხებს ვერ მოჭამთ, არ იცნობთ თქვენ თინას. გაუტეხელი, ჯიუტი ქალია, რომელსაც ოჯახზე თუ შეეხები ყველაფრის უკან მოტოვება შეუძლია.
ვერ შეაშინებთ, თქვენც მოგიტოვებთ ქოცებო!
დღეს საჯაროდ ნახეთ ზუსტად ის თინა, რომლითაც მე ასე ვამაყობ.
თინუ❤️Tina Bokuchava
პ.ს. ამიტომ უნდა მოიცადო კაცმა, სანამ ღლიცინს, დაცინვას, შეურაცხყოფას მიაყენებ იმ ადამიანს, რომელსაც უზარმაზარი პერსონალური რეპუტაციული დარტყმის სანაცვლოდ მოუწია საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების დაცვა. დიდი იმედი მაქვს, რომ შეგრცხვათ!” – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!