ლევან სანიკიძე – დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება მიუთითებს, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილია არა ადგილობრივი , არამედ რუსული სპეცოპერაცია

დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება მიუთითებს, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილია არა ადგილობრივი თვითმმართველობის , არამედ რუსული სპეცოპერაცია – „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბებული და გულახდილია, რომ არავითარი კონკურენტუნარიანი არჩევნები არ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ განუცხადა.
სანიკიძის თქმით, ამ შემთხვევაში მეტი პრობლემა ოპოზიციასთან მიმართებაში არსებობს. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, „რაც უფრო მალე მიხვდებიან, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილია არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია და არჩევნებში არ გავლენ, მით ნაკლებად დაზიანდებიან“.
„ოპოზიციაში ჯერ კიდევ არის სეგმენტი, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ აპირებს როგორც საკუთარი თავის მოტყუებას, ამომრჩევლის მოტყუებასაც, რომ თითქოს არჩევნებში გასვლას ტექნიკურადაც რაღაც ფასი აქვს. „ქართული ოცნება“ არც ერთ ვითარებაში, არც ერთ ქალაქში ოპოზიციას გამარჯვებას არ დაუწერს. არის უარესი, ახალი საპარლამენტო არჩევნები არ არის, პოლიტიკური პატიმრები ციხეში სხედან და მათი რაოდენობა მხოლოდ იზრდება.
ბრიტანეთის საელჩოს განცხადება მიუთითებს, რომ მინიმალური გამჭვირვალობა, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო, ისიც კი აღარ იქნება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება “გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა