ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად გიორგი მურვანიძე დაინიშნა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად გიორგი მურვანიძე დაინიშნა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად გიორგი მურვანიძე დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
„გიორგი მურვანიძე ამ დრომდე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა, მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.