ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება, რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს

“სალომე ზურაბიშვილის თუ მოუსმენთ, შეიძლება ვერაფერი ვერ გაიგოთ, მით უმეტეს მისთვის არა მშობლიურ ენაზე, ქართულად თუ ცდილობს აზრის გამოთქმას. თუმცა რამდენიმეჯერ გადახვევისა თუ დაკვირვების შემდეგ უკვე გეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიხვდეთ თუ რა უნდა. უფრო რთულია თუ იმაზე ფიქრს დაიწყებთ რატომ უნდა: ეს ხომ ამორალურია, ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს და ასე შემდეგ” – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელმაც 2021 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილის შეწყალებაზე უპასუხა “არა და არასოდეს”, ხოლო 2023 წლის 14 დეკემბერს თქვა, რომ უარი არ განუცხადებია.
ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის სამშობლო, ხალხი თუ საზოგადოება, არაფერს წარმოადგენს.
“სალომე ზურაბიშვილის თუ მოუსმენთ, შეიძლება ვერაფერი ვერ გაიგოთ, მით უმეტეს მისთვის არა მშობლიურ ენაზე, ქართულად თუ ცდილობს აზრის გამოთქმას. თუმცა რამდენიმეჯერ გადახვევისა თუ დაკვირვების შემდეგ უკვე გეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიხვდეთ თუ რა უნდა. უფრო რთულია თუ იმაზე ფიქრს დაიწყებთ რატომ უნდა: ეს ხომ ამორალურია, ეს ხომ იმას ეწინააღმდეგება რასაც ადრე იძახდა, ამით ხომ მოსახლეობის დიდ რაოდენობას გულს ატკენს და ასე შემდეგ. გაცილებით მარტივია გავიაზროთ რომ მისთვის, სულერთია ვინ რას და რატომ იფიქრებს, ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია მას, პირადად რა გამორჩენა და სარგებელი ექნება. სალომე ზურაბიშვილისათვის სამშობლო, ხალხი თუ საზოგადოება, არაფერს არ წარმოადგენს, არც არაფერში ენაღვლება – მით უმეტეს თუ ფიქრობს, რომ საქართველო მისი არც სამშობლოა, ქართველი ხალხი და საზოგადოება არც მისი ხალხი და საზოგადოება. ენას კი, რაც შეეხება ქართულ ენას, არ არის ის მშობლიური მისთვის, თორემ გამართულადაც ისაუბრებდა და შეიძლება ქართულადაც ეაზროვნა. ბოლოს და ბოლოს ამდენ მავნებლობას არც ჩაიდენდა და არც მომავალში იფიქრებდა,” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი