ლევან მგალობლიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე ლევან მგალობლიშვილმა პეტრ კუბერნატს ჩეხეთის რესპუბლიკის დაარსების დღე მიულოცა.
„შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებსა და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილ გამოწვევებზე.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ლევან მგალობლიშვილმა ჩეხ დიპლომატს წლების განმავლობაში დროებით დევნილი მოსახლეობის სასარგებლოდ განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეები ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!