ლევან მგალობლიშვილი – სამშვიდობო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროებით დევნილი ახალგაზრდების როლი

სამშვიდობო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროებით დევნილი ახალგაზრდების როლი, რადგან მათი ხედვა ომისა და ოკუპაციისგან თავისუფალია და ორიენტირებულია დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებაზე, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა ხონში, აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ლევან მგალობლიშვილმა ახალგაზრდებთან აფხაზეთის მთავრობის საქმიანობაზე ისაუბრა, რომელიც დროებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებაზე და ნდობის აღდგენაზეა ორიენტირებული.
შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებაზე.
„სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით აქტიურად ხორციელდება პროექტები, რომელიც მიმართულია შერიგებაზე, ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გააქტიურებასა და გაღრმავებაზე, ასევე საზოგადოებების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და კონფლიქტების პრევენციის მიმართულებით აქტივობების ხელშეწყობაზე“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან