ლევან მგალობლიშვილი პრემიერ-მინისტრთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სადღესასწაულო ლიტურღია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ აღავლინა.
დღესვე, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ტაძარში აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დევნილ საზოგადოებასთან ერთად იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)