ლევან მგალობლიშვილი – ახლა ჩვენი ისევ ერთად ყოფნის და ერთმანეთისკენ დიდი ნაბიჯების გადადგმის დროა

ძალიან უნდა მოახლოვდეს ის დრო, როცა, ჩვენ შევძლებთ ურთიერთპატიებას, შერიგებას, ისევ დავიწყებთ ერთმანეთის გაგებას, ისევ ვიცხოვრებთ და ვიამაყებთ ერთმანეთით, – ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა ანაკლიაში, მთავრობის გასვლით სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისადმი აფხაზურ ენაზე მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ერთმანეთისკენ დიდი ნაბიჯების გადადგმის დროა.
„ჩემო ხალხო, მინდა, აფხაზურ ენაზე მოგმართოთ. ეს ენა განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან მე დედა აფხაზი მყავს. მოგმართავთ მე, აფხაზეთის მთავრობის ახლად არჩეული თავმჯდომარე, აფხაზეთში დაბადებული და ამჟამად, დროებით თქვენთან ერთად არმყოფი. ძალიან უნდა მოახლოვდეს ის დრო, როცა, ჩვენ შევძლებთ ურთიერთპატიებას, შერიგებას, ისევ დავიწყებთ ერთმანეთის გაგებას, ისევ ვიცხოვრებთ და ვიამაყებთ ერთმანეთით, ერთმანეთის ტრადიციებით, კულტურით, ვაჟკაცობით. იმ წლებს არავინ დაუტოვებია ტკივილის გარეშე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ჩვენს საწყისს – ჩვენს ერთიანობას, რაც ჩვენს ღირსეულ თანაცხოვრებას გულისხმობს. თქვენთვისაც ძალიან კარგად ნაცნობი ტექსტით დავამთავრებ: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! ახლა სიყვარულის, ჩვენი ისევ ერთად ყოფნის და ერთმანეთისკენ დიდი ნაბიჯების გადადგმის დროა“, – განაცხადა მგალობლიშვილმა, რომლის განცხადებასაც აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება