არქივი3 თებერვალი, 2026, 13:13
ლევან მახაშვილი: ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო, როგორც იტყვიან. ჩვენი მიზანი არ არის ვიღაცის გულის მოგება, ჩვენი მიზანი არის...

"ძაღლი ყეფავს, ქარავანი მიდისო, როგორც იტყვიან. ჩვენი მიზანი არ არის ვიღაცის გულის მოგება, ჩვენი მიზანი არის საქართველოში კანონმდებლობის იმგვარად მოწესრიგება, რომ პოლიტიკაში უკანონო ფულის ბრუნვა თავიდან ავირიდოთ. თუ მზად არიან, განსაკუთრებით დონორები, რომლებიც სწორედ ამ ფულს აგზავნიან სხვადასხვა მეთოდით, თუ მზად არიან, რომ კონკრეტულ პრობლემაზე ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, არ გახდება საჭიროება ხალი კანონმდებლობის შექმნის. მთელი არსი ამ კანონის არის ის, რომ ჩვენ ვნახეთ წინა კანონმდებლობების შემთხვევაში როგორც ცდილობდნენ მაინც, ახალი გზების პოვნას" - [სტილი დაცულია] ამბობს ოცნების წევრი ლევან მახაშვილი გრანტების კანონის გამკაცრების მოწინააღმდეგეებზე საუბრისას.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა "ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელიც პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შემზღუდავი კანონების მიღებას ითვალისწინებს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.