ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან მახაშვილი საფრანგეთის რეზოლუციაზე: რაც უნდათ, ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ

ლევან მახაშვილი საფრანგეთის რეზოლუციაზე: რაც უნდათ, ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ

სანქციების დაწესებას, თუ რაღაცას ითხოვენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ, ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ და თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობას მიხედონ , - ამის შესახებ "ოცნების" ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაზე ევროპის საკითხთა კომიტეტის წევრებზე საუბრისას, რომლებმაც საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რითაც მთავრობის წევრების და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.
„სანამ სხვებზე იფიქრებენ და ჯიბეებში ფულს ჩაიდებენ, საკუთარ მოსახლეობაზე იფიქრონ. მე სხვა პასუხი მათთან არ მექნება. ამ პოლიტიკოსების მხრიდან არაერთხელ ვიხილეთ მსგავსი ტიპის ესკალაციური განცხადებები და მერე, საბოლოოდ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამის უკან დგას ხან ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ფინანსური ინტერესი, ხან სხვების“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.