ლევან მახაშვილი: საკადრო გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა – სპეკულაციებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ

საკადრო გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა – სპეკულაციებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

უმრავლესობის დეპუტატი შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის საქმიანობას დადებითად აფასებს.

„საკადრო გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და სრულად მისი გადასაწყვეტია იმ მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რომელიც კონკრეტულ პერიოდში შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოს წინაშე. ვერ გეტყვით. ეს არის სრულად პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი, ეს მისი კომპეტენციაა და კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, კონკრეტულ შემთხვევაში, სად, როგორ, რანაირად შეიძლება იყოს მთავრობა ჩამოყალიბებული“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის” ინფორმაციით, შესაძლოა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ “ერთ-ერთი ვერსიით, “ქართული ოცნება” გელაძის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანას განიხილავს, თავდაცვის მოქმედ მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს კი დიპლომატიურ მისიაში უშვებენ”. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, შესაძლოა, მინისტრად გელა გელაძის მოადგილე, რონი მესხი დაინიშნოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა