ლევან მახაშვილი გერმანიის მიერ საქართველოსთან სახელმწიფო პროექტების შეჩერების გადაწყვეტილებაზე: სიმართლე რომ გითხრათ, ეს არ არის არც მეგობრული და არც საფუძვლიანი გადაწყვეტილებები

ლევან მახაშვილი გერმანიის მიერ საქართველოსთან სახელმწიფო პროექტების შეჩერების გადაწყვეტილებაზე: სიმართლე რომ გითხრათ, ეს არ არის არც მეგობრული და არც საფუძვლიანი გადაწყვეტილებები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გერმანიის მიერ საქართველოსთან სახელმწიფო პროექტების შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოვისმინეთ სხვადასხვა ელჩისგან, თუნდაც ამავე [გერმანიის] ელჩისგან. სიმართლე რომ გითხრათ, ეს არ არის არც მეგობრული და არც საფუძვლიანი გადაწყვეტილებები. ვინც უნდათ ის დააფინანსონ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, აქ უნდა იყოს გაცემული პასუხები რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე – რამდენად ანგარიშვალდებული იქნება, ან რამდენად გამჭვირვალე იქნება ეს დაფინანსება, რადგან სხვა შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ ნახა, რომ მსგავსი ტიპის დაფინანსება ხშირად იყო გამოყენებული საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკური რადიკალიზაციისთვის“, – აღნიშნა მახაშვილმა.
237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებს შეწყვეტასთან დაკავშირებით პიტერ ფიშერმა იქსზე დაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება