ლევან მახარაშვილი – ამომრჩევლების უპრეცედენტო რაოდენობა მოვიდა, ბოლო წლებში მსგავსი არ მახსენდება – დარწმუნებული ვარ, ადვოკატები გააკეთებენ ღირსეულ არჩევანს

ამომრჩევლების უპრეცედენტო რაოდენობა მოვიდა, ბოლო წლებში მსგავსი არ მახსენდება – დარწმუნებული ვარ, ადვოკატები გააკეთებენ ღირსეულ არჩევანს და ასოციაცია კიდევ უფრო ძლიერი, გამჭვირვალე და თითოეულ წევრზე ორიენტირებული იქნება, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხმის მიცემა გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
„უნდა ითქვას, რომ ამომრჩევლების უპრეცედენტო რაოდენობა მოვიდა, ბოლო წლებში მსგავსი არ მახსენდება. ხმის მიცემა მიმდინარეობს გამჭვირვალედ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. დათვლა ელექტრონულად მოხდება. ცხადია, შედეგებს 21:00 საათისთვის უნდა დაველოდოთ და დარწმუნებული ვარ, ადვოკატები გააკეთებენ ღირსეულ არჩევანს და ასოციაცია კიდევ უფრო ძლიერი, გამჭვირვალე და თითოეულ წევრზე ორიენტირებული იქნება.
ყველა კანდიდატს სურს მოგება, საბოლოოდ შედეგები გვაჩვენებს როგორ განვითარდება მოვლენები. შესაბამისად, მე გულწრფელად ყველა კანდიდატს გამარჯვებას ვუსურვებ და მინდა, რომ მშვიდად დასრულდეს []. ასოციაციაში მთავარია, რომ პროცესები დასრულდეს ექსცესების გარეშე“, – განაცხადა მახარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!