ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის ახალი ელჩისა და არასამთავრობოების შეხვედრაზე – კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ ბინაში მოხდა შეხვედრა და არა საელჩოში – საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს ელჩი და საელჩო

კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ ბინაში მოხდა შეხვედრა და არა საელჩოში – საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს ელჩი და საელჩო ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ინფორმაციას, რომ საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ფარულად შეხვდა.
მისივე თქმით, იმედს იტოვებს, რომ საფრანგეთის ახალი ელჩი ვენის კონვენციის ფარგლებიდან არ გავა.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. მოგეხსენებათ, ეს საფრანგეთის ახალი ელჩია და თავს შევიკავებთ კომენტარების გაკეთებისგან. საინტერესოა, თავად საელჩო რა კომენტარს გააკეთებ ამასთან დაკავშირებით. რა ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ოპოზიციის და NGO-ს წარმომადგენლებთან ბინაში მოხდა შეხვედრა, რა თქმა უნდა, კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. თუმცა, მოდით, დაველოდოთ საელჩოს განცხადებას.
რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ ბინაში მოხდა შეხვედრა და არა საელჩოში, არა საჯაროდ. რა თქმა უნდა, შეიძლება იქ რაღაც კითხვის ნიშნები გაჩნდეს ლოგიკურად, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ელჩია, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში, იმედს ვიტოვებთ, რომ არ გავა ვენის კონვენციის ფარგლებიდან. საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს ელჩი და საელჩო ამ შეხვედრასთან დაკავშირებით,” – განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება