ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან მაჭავარიანი - მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის ზიზღი და ბოღმა გააჩნიათ გახარიას და ხაზარაძეს ერთმანეთის მიმართ, მიიღებენ დავალებას და ვალდებულები არიან, კითხვის დასმის გარეშე შეასრულონ - მათი გაერთიანება ბარიერს ვერ გადალახავს

ლევან მაჭავარიანი - მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის ზიზღი და ბოღმა გააჩნიათ გახარიას და ხაზარაძეს ერთმანეთის მიმართ, მიიღებენ დავალებას და ვალდებულები არიან, კითხვის დასმის გარეშე შეასრულონ - მათი გაერთიანება ბარიერს ვერ გადალახავს

მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის ზიზღი და ბოღმა გააჩნიათ გახარიას და ხაზარაძეს ერთმანეთის მიმართ, მიიღებენ დავალებას და ვალდებულები არიან, კითხვის დასმის გარეშე შეასრულონ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, დიდი ალბათობით, გახარია-ხაზარაძის გაერთიანება საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს ვერ გადალახავს.
„ქალბატონი ზურაბიშვილი არის რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იგი იმპიჩმენტისგან იხსნა და რადიკალების ლიდერად მოგვევლინა. იგი არღვევს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და კონსტიტუციას არ სცემს პატივს. რაც შეეხება ბატონი ხაზარაძისა და ბატონი გახარიას დიდ შერიგებას - რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ. მათი გარე უფროსები კარგად ითვლიან მათ რეიტინგებს. გიორგი გახარიას ბარიერის გადალახვის ნულოვანი შანსი აქვს, 3%-თანაც არ ²არის ახლოს. ბატონ ხაზარაძეს აქვს რაღაცა შანსი. ხან 5%-ზეა, ხან 5.5%-ზე, ხან 4%-ზე ჩამოდის. შესაბამისად, მათი გარე უცხოელი უფროსები ამით ცდილობენ, რომ გადააზღვიონ თემა, ისინი ერთად დააჯგუფონ. მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის ზიზღი და ბოღმა გააჩნიათ გახარიას და ხაზარაძეს ერთმანეთის მიმართ, მიიღებენ დავალებას და ვალდებულები არიან, რომ კითხვის დასმის გარეშე შეასრულონ ეს დავალება”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.