ლევან მაჭავარიანი – მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებიც გუშინ საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ – ფაქტობრივად ხელები ექავებოდათ, ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ თავის შეკავება მოახერხეს

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებიც გუშინ საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ – ფაქტობრივად ხელები ექავებოდათ, ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ თავის შეკავება მოახერხეს, – ამ განცხადებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ შეურაცხყოფის მოთმენა ძალიან რთულია და დასძინა ისიც, რომ ოპოზიციას არჩევნებამდე არეულობის მოწყობა სურს.
„სურთ, არჩევნებამდე არეულობა მოხდეს, გამომდინარე იქიდან, რომ განწირულები არიან. ჩვენ საშტაბო მუშაობას ვაგრძელებთ და ძალიან ბევრ მოქალაქეს ვიღებთ. შტაბში ძალიან ბევრი მხარდამჭერი მოდის და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ბიჭებს, ვინც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ, იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებსაც ფაქტობრივად ხელები ექავებოდათ ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ ეს იყო ნამდვილად ქართული, ღირსეული საქციელი და მათ მოახერხეს თავის შეკავება. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვიჯდა ეს ყველაფერი, როგორც ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით.
მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალიან რთულია ამ შეურაცხყოფის მოთმენა ქართველებისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, ვინაიდან ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს იქიდან გამომდინარე, რომ სხვანაირად განწირულები არიან არჩევნებში.
ესენი არიან ჩვეულებრივად ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, რომლებსაც არც კულტურა გააჩნიათ, არც მორალი და აბსოლუტურად არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”