ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან მაჭავარიანი: კობახიძე ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია... მის განათლებაზე საუბარი კი საერთოდ ზედმეტია

ლევან მაჭავარიანი: კობახიძე ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია... მის განათლებაზე საუბარი კი საერთოდ ზედმეტია

ირაკლი კობახიძე თავისი საქმის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია. კობახიძე ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია და ის არის ადამიანი, რომელსაც ძალიან მაღალი დონის ინტელექტი აქვს, მის განათლებაზე საუბარი კი საერთოდ ზედმეტია [...]

კობახიძეზე Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით რაღაც ატაცებული ფრაზა რომ გაქვთ - ის საქართველოს უკეთებს რეკლამას და მის ინტერესში არ შედის, რომ კომპანიას რაიმე რეკლამა გაუკეთოს. კი, პასუხისმგებლიანი და ჩვენი ქვეყნის პატრიოტი პრემიერმინისტრი ნებისმიერ პლატფორმაზე, არენაზე, ნებისმიერი საშუალებით ეცდება, რომ საქართველოს რეკლამა გაუკეთოს - ეს არის პატრიოტიზმი, რადგან მას მშობლიურობის, ეროვნულობის განცდა აქვს.

ასე უპასუხა  დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე გახარიას პარტიის წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებას. ხვედელიანმა კობახიძეს კომპანია Eagle Hlls-ის გაყიდვების მენეჯერი უწოდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.