ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან მაჭავარიანი გახარიასთვის კვერცხების სროლაზე - ეს ჩვენი ხელწერა არასდროს ყოფილა, ბატონი გახარიას ინტერესში შედის, რომ „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს - ჩვენ მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი გვყავს, შეიძლება ვიღაცამ უკმაყოფილება ასე გამოხატოს

ლევან მაჭავარიანი გახარიასთვის კვერცხების სროლაზე - ეს ჩვენი ხელწერა არასდროს ყოფილა, ბატონი გახარიას ინტერესში შედის, რომ „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს - ჩვენ მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი გვყავს, შეიძლება ვიღაცამ უკმაყოფილება ასე გამოხატოს

ბატონი გახარიას ინტერესში შედის, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს - ეს ჩვენი ხელწერა არასდროს ყოფილა, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, საიდანაც გიორგი გახარიათი უკმაყოფილო ძალიან ბევრი იქნება და ვიღაცამ შესაძლოა, სწორედ ასე გამოხატა უკმაყოფილება.
„ბატონი გახარიას ინტერესში შედის, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს. მე უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ეს ჩვენი ხელწერა არასდროს ყოფილა, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, როდესაც ჩართული ტელეფონებით აქტივისტები, თითქოსდა გულანთებული მოქალაქეები, მიდიან ხოლმე დეპუტატებთან და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს გულანთებული მოქალაქე რატომღაც არის ან რომელიმე რადიკალური ოპოზიციის პარტიის წევრი, ან რომელიმე NGO-ს თანამშრომელი. ჩვენ გვყავს მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქიდან ძალიან ბევრი იქნება უკმაყოფილო ბატონი გახარიას ნაბიჯებითაც, დანარჩენი ოპოზიციონერების ნაბიჯებითაც. ვიღაცამ შეიძლება ასე გამოხატოს თავისი უკმაყოფილება, ვიღაცამ სხვანაირად, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ თუნდაც ასეთი ტიპის ქმედებებისგან,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.