ლევან მაჭავარიანი: ბატონი სტარმერი იყო დაქირავებული ამ ადამიანების და ამ ჯგუფების მიერ, გააკეთებინეს ძალიან ბევრი ბინძური საქმე

“მინდა გამოვეხმაურო ბატონი კირ სტარმერის გადადგომის საკითხს, რომელიც კიდევ ერთი მაგალითია, როგორ აკონტროლებენ არაფორმალური ოლიგარქიული ძალები, იგივე გლობალური ომის პარტია, იგივე, პირობითად, “დიფ სთეითი”, როგორც ამას -ს დღევანდელი ადმინისტრაცია უწოდებს, დღევანდელი ევროპის წამყვანი ქვეყნების მმართველ კლასს.
ბატონი სტარმერი იყო დაქირავებული ამ ადამიანების და ამ ჯგუფების მიერ, გააკეთებინეს ძალიან ბევრი ბინძური საქმე, ხოლო შემდეგ, როდესაც აღარ დასჭირდათ, მას მოსთხოვეს გადადგომა. იგი არ სარგებლობდა ბრიტანელი ხალხის მანდატით და ნდობით და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებდა მისი რეიტინგი, რომელიც 15%-ზე ქვემოთ იყო ჩამოსული და სამწუხაროდ, ასეთივე რეიტინგით სარგებლობენ დღეს ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ბევრი ლიდერი.
ბატონი სტარმერის პირობებში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოსთან მიმართებით მიღებული სასაცილო ტიპის გადაწყვეტილებები, უკიდურესად სასაცილო, როდესაც დამოუკიდებელი ტელეკომპანიები TV იმედი და POSTV დაასანქცირა ბრიტანეთის მთავრობამ” – განაცხადა დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის პოსტიდან კირ სტარმერის გადადგომასთან დაკავშირებით.