ლევან მაჭავარიანი – ბატონი კოშტა და ქალბატონი კალასი აცხადებენ, რომ თურმე არ შეიძლება ევროკავშირის შიდა საქმეებში ჩარევა, როცა ისინი უხეშად ერევიან საქართველოს საქმეებში – იქნებ დაფიქრდნენ, როგორი დისკომფორტია, როცა ვიღაც გარედან გითითებს

ვხედავთ, როგორი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა აშშ-მა ევროკავშირი და ევრობიუროკრატები, როდესაც თავიანთი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წარმოადგინეს – იქნებ დაფიქრდნენ იმასთან დაკავშირებით, როგორი დისკომფორტია, როდესაც ვიღაც გარედან რაღაცას გითითებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი აქტორი და ევრობიუროკრატიის დიდი ნაწილი უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, მართლმსაჯულებაში, საარჩევნო პროცესსა და ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში.
„ვხედავთ,როგორი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა აშშ-მა ევროკავშირი და ევრობიუროკრატები, როდესაც თავიანთი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წარმოადგინეს. ევრობიუროკრატია აღშფოთდა – ვხედავთ ბატონი კოშტა, ქალბატონი კალასი როგორ კომენტარებს აკეთებენ. თურმე როგორ შეიძლება ევროკავშირის შიდა საქმეებში ჩარევა. მაშინ, როდესაც ზუსტად ეს აქტორები და დანარჩენი ევრობიუროკრატიის დიდი ნაწილი უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, მართლმსაჯულებაში, საარჩევნო პროცესში, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში; კომენტარებს აკეთებენ იმ კანონების მიღებასთან დაკავშირებით, რომლებსაც პარლამენტი იღებს მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის სრული ლეგიტიმაცია გვაქვს; აგზავნიან თავიანთ დელეგაციებს საქართველოში, როდესაც რაღაც არ აწყობთ; ატარებენ საარჩევნო კამპანიას რადიკალური ოპოზიციის ნაცვლად; ანტისამთავრობო მიტინგებზე აგზავნიან თავიანთ საგარეო საქმეთა მინისტრებს. შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მათ მოუბრუნდათ და იქნებ დაფიქრდნენ იმასთან დაკავშირებით, როგორი დისკომფორტია, როდესაც ვიღაც გარედან რაღაცას გითითებს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად