ლევან მაჭავარიანი: აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა

როდესაც ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, დასავლეთი გვაკრიტიკებდა – შეგახსენებთ, ერთმანეთის მიყოლებით სი ძინ პინს ესტუმრნენ ქალბატონი , ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი, ბრიტანეთის პრემიერი, ხოლო შემდეგი გერმანიის კანცლერია. ყველას სურვილია, რომ ჩინეთთან გააღრმაოს ურთიერთობა და ყველა თვლის, რომ ეს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი წერს, რითაც ჩინეთის პრეზიდენტთან ევროპელი ლიდერების ვიზიტს ეხმაურება.

მაჭავარიანის თქმით, კარგია, რომ რაც დრო გადის, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა.

„როდესაც, ჩვენ, ფაქტობრივად, ყველას დავასწარით და ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც მაშინვე კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვა – დასავლეთი გვაკრიტიკებდა.

აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას სასიცოცხლოდ სჭირდება, მითუმეტეს ევროკავშირს.

შეგახსენებთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით ბატონ სი ძინპინს ესტუმრნენ ქალბატონი , ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი, ბრიტანეთის პრემიერი, ხოლო შემდეგი გერმანიის კანცლერია. ყველას სურვილია, რომ ჩინეთთან გააღრმაოს ურთიერთობა და ყველა თვლის, რომ ეს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია“, – წერს მაჭავარიანი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად