მწერალი ლევან ლორია:
ახლა მოვედით პანაშვიდიდან. სამი მამაო იყო წესის აგებაზე… სანთლები იწვოდნენ და თითქოს ტიროდნენ…. იყო უამრავი ყვავილი, მაგრამ ყველაზე უფრო ერთი სამგლოვიარო გვირგვინი დამამახსოვრდა: ,,საქართველოს საყვარელ შვილს სოხუმელებისაგან“
წესის აგების ბოლოს ერთმა მამაომ სახარებიდან მოიყვანა სიტყვები: “ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან, ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა.” მათე 5:9;10
ნათელში იყავ დაურ, შენ მშვიდობა გინდოდა საქართველოში… შენ საქართველო გიყვარდა, სოხუმი გიყვარდა, აფხაზეთი გიყვარდა… ,,სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი“. (იონეს სახარება თავი მეოთხე)
ნათელი დაგადგეს…




