ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან კოჭლოშვილი: საქართველოს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძის დანიშვნას გულითადად ვულოცავ!

ლევან კოჭლოშვილი: საქართველოს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძის დანიშვნას გულითადად ვულოცავ!
"საქართველოს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძის დანიშვნას გულითადად ვულოცავ!
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, განსაკუთრებით ვაფასებ იმ მიმართულების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყნის რეგიონების გაძლიერებას, მუნიციპალიტეტების განვითარებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის კიდევ უფრო ეფექტიან მუშაობას ემსახურება.
დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის გამოცდილება, პრინციპულობა და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პროექტების წარმატებით განხორციელებას, რაც თითოეულ რეგიონსა და მუნიციპალიტეტზე დადებითად აისახება.
ვუსურვებ ჯანმრთელობას, ძალასა და წარმატებას ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის სამსახურში" | წერს სოციალურ ქსელში თელავის საკრებულოს დეპუტატი ოცნების მოკავშირე ხალხის ძალიდან ლევან კოჭლოშვილი
🔻 გუშინ გახდა ცნობილი, რომ კობახიძემ მდინარაძეს კიდევ ერთი თანამდებობა შეუქმნა - ის რეგიონული პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს. კობახიძის თქმითვე, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან გაუქმდება - სექტემბრამდე კი მინისტრის პოსტს მდინარაძე დაიკავებს
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.