ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან იოსელიანმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

ლევან იოსელიანმა, სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ერთად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
მისასალმებელს სიტყვაში ომბუდსმენმა საქართველოში რელიგიური თავისუფლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა.
გაიმართა ტოლერანტობის ქომაგების დაჯილდოების ცერემონია და ფოტოგამოფენა. ღონისძიება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
„ამ ღონისძიებას ერთად ვაორგანიზებთ, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც არის მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, მრავალრელიგიური,“ - აცხადებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.