ლევან იოსელიანი “FARA”-ზე: ამერიკული კანონმდებლობაა და მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია

გამჭვირვალობის კანონი როცა იქნა დაინიცირებული, ჩემი პოზიცია იყო, რომ გამჭვირვალობა იყო ლეგიტიმური მიზანი და, შესაბამისად, ჩვენ სამომავლოდ დავაკვირდებოდით, მოქმედებაში რამდენად შეზღუდავდა ამ კანონმდებლობის არსებობა კონკრეტული ადამიანების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს.

ჩემი აზრით, ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო. ამ კანონთან დაკავშირებითაც, თვითონ კანონმდებლობა არის ამერიკული და, შესაბამისად, მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია.

თუმცა იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ეს კანონმდებლობა იმოქმედებს საქართველოში, ჩვენ დავაკვირდებით, ამ კანონმდებლობის მოქმედება ხომ არ გამოიწვევს შეზღუდვებს ან ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემებს იმ სუბიექტების მიმართ, ვისაც ეს კანონი მიემართება. ასეთს თუ ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, მე, როგორც სახალხო დამცველი, ამაზე საჯაროდ ვისაუბრებ.

თქვა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა “FARA-ს” კანონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

“FARA-ს” კანონი ძალაში 31 მაისიდან შევიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)