ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან იოსელიანი - საჭიროა ყოველდღიური შრომა, რათა დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თავისით არაფერი მოდის

საჭიროა ყოველდღიური შრომა, რათა დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თავისით არაფერი მოდის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი დღის მნიშვნელობა განსაკუთრებულია.
“გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, ეს არის სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი,ბურჯი რაზეც დამოუკიდებელი საქართველო დგას. ამ დღეს სჭირდება შრომა, ამ დღისთვის საჭიროა ყოველდღიური შრომა, რათა დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თავისით არაფერი მოდის. ჩვენი წინაპრების განსაკუთრებული შრომის შედეგია, რომ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ შედგა. ჩვენი ვალია ეს დღე გავაგრძელოთ”,- აღნიშნა იოსელიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.