არქივი26 მაისი, 2025, 10:36
ლევან იოსელიანი საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს ყველა მოქალაქეს ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„სახალხო დამცველი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და თანასწორობის დასამკვიდრებლად. დღეს, როგორც არასდროს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს ამ ღირებულებების განსამტკიცებლად, რათა ერთად ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც დაცული იქნება ადამიანის ღირსება და თავისუფლება.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“- ნათქვამია ლევან იოსელიანის მისალოცში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.