ლევან იოსელიანი – მოვუწოდებ ხელისუფლებას, მიაქციონ ყურადღება გორის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ ადამიანებს, სასწრაფოდ იზრუნონ მათ სხვა საცხოვრებელში, ღირსეულ პირობებში განთავსებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის სოციალურ საცხოვრისს ეწვია, მის მცხოვრებლებს შეხვდა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ა ავრცელებს.
„გორის სოციალურ საცხოვრისში უკვე წლებია ადამიანები ღირსების შემლახველ პირობებში ცხოვრობენ. მართალია, შარშანდელთან შედარებით, პირობების უმნიშვნელო გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა ეს არ ცვლის კატასტროფულ სურათს, რომლის მსგავსი საქართველოში არსად არ არის.
გარდა ინფრასტრუქტურულ-ჰიგიენური პრობლემებისა, ვითარებას ისიც ართულებს, რომ საცხოვრისის შენობაში, სადაც 80-ზე მეტი ოჯახი და მათ შორის, 60-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, მეტადონის პროგრამით გათვალისწინებული სერვისი ფუნქციონირებს. მაცხოვრებლები მრავალი წელია ითხოვენ სერვისის გადატანას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას და პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, მიაქციონ ყურადღება გორის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ ადამიანებს, სასწრაფოდ იზრუნონ მათ სხვა საცხოვრებელში, ღირსეულ პირობებში განთავსებაზე“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
სახალხო დამცველმა გორის სოციალურ საცხოვრისში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა