არქივი20 იანვარი, 2025, 13:39
ლევან იზორია განათლებისა და მეცნიერების საკითხებში ოცნების კობახიძის მრჩევლად დაინიშნა

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან იზორია განათლებისა და მეცნიერების საკითხებში ქართული ოცნების პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის მრჩევლად დაინიშნა. ინფორმაცია ფორმულას ოცნების მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
დღეს ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე რეჟიმის პრემიერმა დააანონსა, რომ საუნივერსიტეტო რეფორმის კომისიას ქმნის, რომლის მდივანიც ლევან იზორია იქნება.
იზორია 2020 წლიდან გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.