არქივი16 აგვისტო, 2024, 23:59
ლევან თაქთაქიშვილი: აბელ ენუქიძის ქუჩას ხელს არ ვახლებთ? ესე იგი წიგნი არ გაქვთ წაკითხული! არ იცით, რომ 25 თებერვალს ის შემოუძღვა მეთერთმეტე არმიას!
"ხალხო! თბილისში დღემდე არის აბელ ენუქიძის ქუჩა!
ვასილ ბარნოვის ქუჩას ვაპატარავებთ, ჯიქიას ქუჩას სახელს ვუცვლით, ამერიკის პრეზიდენტის ქუჩით მივფრინავთ და... აბელ ენუქიძის ქუჩას დავფოფინებთ 1990 წლიდან? ნამგალს და უროს ვჭრით მეცნიერებათა აკადემიის, იმელის, ორთაჭალჰესის შენობის ინტერიერიდან და ვაზიანებთ არქიტექტურის შედევრს და... აბელ ენუქიძის ქუჩას ხელს არ ვახლებთ? ესე იგი წიგნი არ გაქვთ წაკითხული! არ იცით, რომ 25 თებერვალს ის შემოუძღვა მეთერთმეტე არმიას!
მისი მამა მეფის რუსეთის ადმინისტრაციის დროს გიმნაზიის მასწავლებელი იყო და მის გაკვეთილს გოგებაშვილი დაესწრო. ენუქიძე დაწვა იატაკზე და ბავშვებს უთხრა-წარმოიდგინეთ, რომ დედა ღორი ვარ და თქვენ როგორ შეჭამთ ჩემს რძესო?
გოგებაშვილი აღშფოთებული გავარდნილა გაკვეთილიდან.
მისი შვილი კი რევოლუციონერი გახდა და შემდგომ ცაკის წევრი ახალგაზრდა, შვილის ტოლ გოგოებთან ერთობოდა! ერთ-ერთი გახრწნილი კრემლში, ეჟოვისგან ის განასხვავებდა, რომ ენუქიძეს პატარა გოგოები უყვარდა და ეჟოვს ბიჭუნები!" - წერს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.