არქივი8 მაისი, 2025, 11:52
ლევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზაში“ ახალი გენერალური დირექტორი წარადგინა

ლევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზაში“ ახალი გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ლაშა აბაშიძემ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით ფერაძე შეცვალა, რომელიც თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. ოფიციალური ინფორმაციით, ის პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.