ლევან დავითაშვილი – ჩვენი მოლოდინია, რომ წელს რეკორდული შემოსავლები გვექნება ტურიზმის სექტორიდან, დაახლოებით, 4 მილიარდ დოლარზე მეტი – გვეყოლება 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი

წელს რეკორდული შემოსავლები გვექნება ტურიზმის სექტორიდან. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს 4 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. გვეყოლება 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სათხილამურო სეზონის გახსნისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერი იმისთვის კეთდება, რათა ტურისტული სექტორი დინამიურად ვითარდებოდეს.
„მინდა გითხრათ, რომ წელს რეკორდული შემოსავლები გვექნება ტურიზმის სექტორიდან. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს 4 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. გვეყოლება 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი საქართველოში. ეს ძალიან დამაიმედებელია, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მოვახერხეთ ტურისტული სექტორის არამხოლოდ აღდგენა, არამედ წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ დინამიკაში გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“,- აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ