ლევან დავითაშვილი “ოცნების” მთავრობის წევრი აღარაა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანიც აღარაა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში უდასტურებენ.
BMG-ის კითხვის პასუხად, დღეს, “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლევან დავითაშვილი კერძო სექტორში გადავიდა.
“ლევან დავითაშვილი კერძო სექტორში გადავიდა. შესაბამისად ადამიანი, რომელიც წარმართავს ეკონომიკურ პოლიტიკას, არის მარიამ ქვრივიშვილი. თავიდან ბოლომდე მას ვეყრდნობით, როდესაც ეკონომიკურ პოლიტიკას ვაწარმოებთ,” – განაცხადა კობახიძემ.
ამ დროისთვის, უცნობია ვინ ასრულებს ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოვალეობას.
რამდენიმე კვირით ადრე, BMG-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან დავითაშვილი ყულევში მშენებარე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
ცნობისთვის, ლევან დავითაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოზიციას უკვე რამდენიმე თვეა აღარ იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ