ლევან დავითაშვილი – ვფიქრობ, 2025 წელს ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ რეალობას, რაც ქვეყანაშია – იმედია, გააგრძელებენ პარლამენტის ფორმატში ოპონირებას

ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტი და მოხდა პრეზიდენტის ინაუგურაცია – ეს არის რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია „შეეგუება რეალობას“ და ძალიან მალე პარლამენტში განაგრძობს თავის საქმიანობას.
“მინდა, წარმატებები ვუსურვო მიხეილ ყაველაშვილს, წარმატებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ ის ღირსეულად შეასრულებს იმ მოვალეობას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კანონმდებლობითა და კონსტიტუციით აკისრია. ის არის ღირსეული პატრიოტი ქართველი ადამიანი და ამაში ჩვენ დარწმუნებულები ვართ.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გამოხატა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება და მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არჩევნები ჩატარდა ძალიან კონკურენტულ გარემოში და არჩევნების შეფასება ეუთო/ოდირის მიერ იყო აბსოლუტურად ადეკვატური. ამის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, ახალი ხელისუფლება და დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ჩვენი ავირჩიეთ პრეზიდენტი და მოხდა პრეზიდენტის ინაუგურაცია – ეს არის რეალობა.
მეორე რეალობაა, რაზეც საუბრობენ ოპონენტები. ბუნებრივია, რომ ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებს ჰყავდათ თავისი მხარდამჭერები და მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, რომელიც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალობისგან. ისინი რეალობას ეწინააღმდეგებიან, რეალობა კი ერთია – მოსახლეობის უმრავლესობას აქვს გადაწყვეტილება მიღებული, არჩევანი აქვს გაკეთებული და საზოგადოების პატარა ჯგუფები და გარკვეული ოპოზიციური პარტიები ამ რეალობას არ ეგუებიან.
მე ვფიქრობ, რომ 2025 წელს ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ იმ რეალობას, რა რეალობაც ამ ქვეყანაში არის. იმედია, ისინი გააგრძელებენ პარლამენტის ფორმატში ოპონირებას, თავიანთი როლის შესრულებას და მათი როლი სწორედ ეს არის”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია