ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან დავითაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

ლევან დავითაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

„ქართული ოცნების“ პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკს შეხვდა.
ეს არის პირველი ოფიციალური შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, რომლის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის „პერსპექტიული დღის წესრიგი“ განიხილეს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.
„განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში“, — განაცხადა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად, აშშ-ში იმყოფება, სადაც გაიმართა შეხვედრები მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლებთან, ასევე, აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწესთან გლობალური ბაზრების მიმართულებით, აშოკ პინტოსთან.
ჯოშუა ჰაკი 2023 წლის 20 ივნისიდან იკავებს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტს, რომელიც ზედამხედველობს პოლიტიკას სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში. ის ადრე სამხრეთ ევროპის საქმეთა ოფისის დირექტორად მუშაობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.