ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორთან კონტრაქტი შესაძლებელია გაზაფხულზე გაფორმდეს

ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორთან კონტრაქტი შესაძლებელია გაზაფხულზე გაფორმდეს

ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორთან კონტრაქტი შესაძლებელია გაზაფხულზე გაფორმდეს.
კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვის საპასუხოდ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაძლებელია, ინვესტორთან კონტრაქტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდეს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ პროცესში კონფიდენციალურობაა საჭირო, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს.
„ვფიქრობ, რომ შევძლებთ, კონტრაქტი გავაფორმოთ უკვე ამ გაზაფხულზე, არაუგვიანეს ზაფხულისა. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მოლაპარაკების რაუნდები უფრო სწრაფად შედგებოდა და შედეგებიც უფრო სწრაფად იქნებოდა. თუმცა, გვესმის, რომ მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანიაა მოლაპარაკებებში ჩართული და ამ პროცესში კონფიდენციალურობაა საჭირო, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.