ლევან გოგიჩაიშვილი – ეს საპროტესტო მუხტი აღარასდროს გაქრება, „ქართული ოცნების“ იმედი, რომ აქციები ჩაივლის და ყველაფერი ძველ სიტუაციას დაუბრუნდება, აღარ მოხდება, შეუძლებელია

ეს საპროტესტო მუხტი აღარასდროს გაქრება, „ქართული ოცნების“ იმედი, რომ აქციები ჩაივლის და ყველაფერი ძველ სიტუაციას დაუბრუნდება, აღარ მოხდება, შეუძლებელია,- ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდებზე ძალადობას არავინ შეარჩენს.
„არავინ არ შეარჩენს ივანიშვილს ახალგაზრდების ცემას, ძალადობას, გაყალბებულ არჩევნებს, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ. ყოველი ახალი სანქცია და გადაწყვეტილება ივანიშვილის და მისი ჯგუფის წინააღმდეგ უფრო მძიმე იქნება. საბოლოოდ კი, ეს იმხელა წნეხი იქნება, რომ რესურსები აღარ ეყოფათ. ამ პროტესტმა შედეგი უკვე გამოიღო და კიდევ გაგრძელდება. ამ შედეგმა შექმნა ის განწყობები, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ არსებობს და კიდევ უფრო მძიმე გახდება. ივანიშვილი ამ პრობლემას ვეღარ მოაგვარებს“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

საია – ვახო სანაიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს