ლევან გოგიჩაიშვილი გაათავისუფლეს

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლევან გოგიჩაიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მაშინ დააკავეს, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალებას არ აძლევდა.
10 თებერვალს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის გოგა მემანიშვილის განცხადებით, მოქალაქეები გზის “სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდნენ”, მათ “კანონიერად მოუწოდეს”, გაეთავისუფლებინათ გზა, რასაც რამდენიმე პირი არ დაემორჩილა და ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მემანიშვილს არ დაუკონკრეტებია, რამდენი პირი დააკავა პოლიციამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე