ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ბეჟაშვილი - იქნება ეკლესიის თუ ამნისტიის თემა, მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს

ლევან ბეჟაშვილი - იქნება ეკლესიის თუ ამნისტიის თემა, მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს

„ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს დაპირისპირებისა და ძალადობის ენით ისაუბროს მაშინ, როდესაც ჩვენ ყველას, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ვთავაზობთ გავერთიანდეთ, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ისტორიის მთავარი ამოცანა, რომ შევიდეთ ევროკავშირში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებას“ ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს.
„ქართული ოცნება“ კვლავ ყოფს საქართველოს საზოგადოებას. კვლავ ცდილობს დაპირისპირებისა და ძალადობის ენით ისაუბროს მაშინ, როდესაც ჩვენ ყველას, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ვთავაზობთ გავერთიანდეთ, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ისტორიის მთავარი ამოცანა, რომ შევიდეთ ევროკავშირში.
„ქართული ოცნება“ მიგვაქანებს იზოლაციაში. „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს. თემები, იქნება ეკლესიის თუ ამნისტიის თემა, მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. ყველა თემა საპირისპიროდ უბრუნდებათ და რეალურად, ხალხს გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მოუპოვოს და პროდასავლურმა ოპოზიციამ გაიმარჯვოს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.