ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე სტრასბურგში „ევროპელი კონსერვატორებისა და დემოკრატიული ალიანსის“ თავმჯდომარეს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში, „ევროპელი კონსერვატორებისა და დემოკრატიული ალიანსის“ თავმჯდომარეს, იან ლიდელი-გრეინჯერს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
ანა წითლიძის განცხადებით, მთავარი განსახილველი საკითხები იყო მესამე პრეზიდენტის, ს პატიმრობა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და საერთაშორისო დამკვირვებლები.
„შევხვდით ევროპელი კონსერვატორებისა და დემოკრატიული ალიანსის თავმჯდომარეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში – იან ლიდელი-გრეინჯერს.
მთავარი განსახილველი საკითხები იყო მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და საერთაშორისო დამკვირვებლები”, – წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.