ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ბეჟაშვილი - გვინდა ვიცოდეთ, დეოლიგარქიზაციის გეგმაზე, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა, რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები

დღევანდელი შეხვედრა ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩვენი გეგმის გაცნობას, რათა საბოლოო გეგმის ჩამოყალიბებამდე ვიცოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის დოკუმენტის შემუშავების დროს, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა კონკრეტული გეგმა და კონკრეტული საკითხები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციამ შეიმუშავა დეოლიგარქიზაციის გეგმა თუ როგორ უყურებს ოპოზიცია ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობის პრობლემებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის კუთხით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საკანონმდებლო რეგულირების კუთხით და მოწესრიგდეს ელიტური კორუფციის არსებული პრობლემა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, ერთი სიტყვით, დღევანდელი შეხვედრა ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენი გეგმის გაცნობას, რათა საბოლოო გეგმის ჩამოყალიბებამდე ჩვენ ვიცოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით. იმავდროულად, სამთავრობო პროგრამა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით არის ძალიან ბუნდოვანი, ძალიან ზოგადი დებულებებით განმარტებული და შესაბამისად, ძნელია კონკრეტიკა დაინახო ამ დოკუმენტში. ჩვენი, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, რომ დეოლიგარქიზაციის დოკუმენტის შემუშავების დროს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული საკითხებით იყოს განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტი,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.