ლევან ბეჟაშვილი – არაფერი ახალი არ მომხდარა – პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა – არც ერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ ჰქონია

არაფერი ახალი არ მომხდარა – პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა, – ასე აფასებს პარტიიდან ყოფილი თავმჯდომარის ს წასვლას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი .
ბეჟაშვილის თქმით, ბოლო 12 წლის განმავლობაში ასეთი ფაქტები „ნაციონალურ მოძრაობაში” რამდენიმე ეტაპად მოხდა და „არც ერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ ჰქონია“.
„საზოგადოებამ იმ 8-9 თვიანი კამპანიის ლოგიკური დასასრული იხილა, რომელსაც არჩევნებში დამარცხებული ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბი აწარმოებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამალებული კამპანია მიმდინარეობდა. მათი სტრატეგია იმთავითვე ცნობილი იყო – ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ პარტიისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ, შემდგომ კი გასულიყვნენ და ცალკე პარტია შეექმნათ. ამიტომ საზოგადოებისთვის არაფერი ახალი არ მომხდარა. ასეთი ფაქტებიდან „ნაციონალური მოძრაობა” კიდევ უფრო ძლიერი გამოდიოდა. დარწმუნებული ვარ, ს ლიდერობითა და ხელმძღვანელობით „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების კოალიციის შექმნას მიაღწევს. გამარჯვების კარი ყველასთვის ღიაა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება