ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან არველაძე - დარწმუნებული ვარ, ერთობით და მონდომებით ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ყველა წარმატებას ერთიან, ძლიერ საქართველოში აღვნიშნავთ

დარწმუნებული ვარ, ერთობით და მონდომებით ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ყველა წარმატებას ერთიან, ძლიერ საქართველოში აღვნიშნავთ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
არველაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება მიულოცა საქართველოს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს, ვეტერან ფეხბურთელებს, ყველა გულშემატკივარს, რადგან ეს გამარჯვება ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. 26 მარტი ისტორიული და სიხარულის მომტანი დღეა საქართველოსთვის. კოტე მახარაძის სიტყვები მახსენდება: „წარმომიდგენია ახლა რა ხდება თბილისში“, დიახ, ეს სიხარული ჩვენ ახლა ნამდვილად შევიგრძენით. დარწმუნებული ვარ, ერთობით და მონდომებით ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ყველა წარმატებას ერთიან, ძლიერ საქართველოში აღვნიშნავთ“, - განაცხადა ლევან არველაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.