ლევან ანთაძე – ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო – სად არის ის სამუშაო ადგილები, რომლებსაც ხალხს ჰპირდებოდით? რატომ უწევთ ადამიანებს ყოველდღე საზღვრის კვეთა 50-60 ლარისთვის?

ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვეთს საზღვარს სამსახურის საძებნელად და 50 ლარად მუშაობენ აქვე, საზღვრიდან ხუთ კილომეტრში. ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო – სად არის ის სამუშაო ადგილები, რომლებსაც ხალხს ჰპირდებოდით? რატომ უწევთ ადამიანებს ყოველდღე საზღვრის კვეთა 50-60 ლარისთვის? – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ და ს საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს;
ლევან ანთაძის განცხადებით – „ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვეთს საზღვარს სამსახურის საძებნელად და 50 ლარად მუშაობენ აქვე, საზღვრიდან ხუთ კილომეტრში. ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო – სად არის ის სამუშაო ადგილები, რომლებსაც ხალხს ჰპირდებოდით? რატომ უწევთ ადამიანებს ყოველდღე საზღვრის კვეთა 50-60 ლარისთვის? ამ კითხვებს უნდა უპასუხოს ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ. ქართველი ხალხი კი 2024 წელს აუცილებლად ჩამოაშორებს ივანიშვილს და მის ხელისუფლებას მართვის სადავეებს”, – განაცხადა ლევან ანთაძემ.
რეზო ხარაზის განცხადებით -„საქართველოში არ არის სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი აისახება თითოეული ჩვენგანის ოჯახებზე, ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ამოცანაა, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეს ადამიანები დავაბრუნოთ უკან, თავიანთ სახლებში, თავიანთ ოჯახებში. მათ აქ უნდა ჰქონდეთ სამუშაო ადგილები, თავიანთ ოჯახებში უნდა იყვნენ და ყოველ დილა-საღამოს არ უნდა უწევდეთ საზღვრის კვეთა სამსახურისთვის. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ს ლიდერობით ეს ერთხელ უკვე გაუკეთებია და ამას გავაკეთებთ ახლაც“ – განაცხადა რეზო ხარაზმა.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ